კარიერული განვითარების მართვა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კარიერული განვითარების მართვა


უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის დაიწყო ტრენინგკურსი „კარიერული განვითარების მართვა“.

 

5 - დღიანი ტრენინგის პირველი შეხვედრა დაეთმო სტუდენტთა თვითშფასების არსისა და მნიშვნელობის განსაზღვრას. მოწვეული სპეციალისტი გიგა ჭანტურია სამართლის სკოლის სტუდენტებს ესაუბრა პროფესიული მიზნების მისაღწევად რამდენად მნიშვნელოვანია თვითშეფასების, თავის წარდგენის, თვითმოტივაციის შექმნისა და სხვა უნარ-ჩვევების გამომუშავება.

 

ტრენინგები ეტაპობრივად, ჯგუფების მიხედვით გაიმართება, თითოეული შეხვედრა 2 საათსა და 30 წუთს გასტანს.

 

დღეისათვის შექმნილია ტრენინგში მონაწილე 4 ჯგუფი, ჯგუფების შედგენა გრძელდება.