ერაზმუს+ (Erasmus+) აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სამართლის სკოლის მასწავლებელი გივი ამირანაშვილი იმყოფებოდა 1 კვირით, ლაზარსკი უნივერსიტეტში (ვარშავა, პოლონეთი).
პროექტის ფარგლებში გივი ამირანაშვილმა ლაზარსკის უნივერსიტეტის სამართლისა და საჯარო მმართველობის მიმართულების სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციების ციკლი ადმინისტრაციული და საერთაშორისო სამართლის აქტუალური პრობლემების შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში, გივი ამირანაშვილი გაეცნო ლაზარსკის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს, უახლეს ლიტერატურას და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას; ჰქონდა შეხვედრები უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან, იურიდიული და საჯარო მმართველობის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ მიაჩესლავ ბლონსკისთან და დეკანის მოადგილესთან, პროფესორ არტურ კუსთან.
პროექტი სრულად დაფინანსდა ევროკავშირის მიერ.
საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე n.kemertelidze@gruni.edu.ge 577 53 86 26