ლიბერთი ბანკი - დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ლიბერთი ბანკი - დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია


უნივერსიტეტსა და “ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, “ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებმა ადამიანური რესურსების შერჩევის განყოფილების უფროსმა ქალბატონმა მაია ბლიაძემ და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქალბატონმა სალომე გოგიბერიძემ დაინტერესებულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს წარუდგინეს პრეზენტაცია თემაზე: კარიერული განვითარება - სტაჟირება/დასაქმების პერსპექტივები.

 

სტაჟირება/დასაქმების პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტებისათვის ტრენინგ კურსის ჩატარებას - მომსახურების სტანდარტების შესახებ და გაყიდვების მენეჯმენტის მიმართულებით. წარმატებული სტუდენტები შერჩევის ეტაპების დასრულების შემდეგ დასაქმდებიან “ლიბერთი ბანკში“ შესაბამის პოზიციაზე.