შეხვედრა გიორგი ისაკაძესთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შეხვედრა გიორგი ისაკაძესთან


მოდელირებული პრეს-კონფერენციის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ბიზნესასოციაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, მაესტროს საქმიანი დილის ყოფილ წამყვანთან, გიორგი ისაკაძესთან.

 

შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თავისებურებები და  ტენდენციები. სტუდენტები დაინტერესდნენ საქართველოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებით მსოფლიო ეკონომიკის კონტექსტში,  საქართველოში ბიზნესის წარმოების სპეციფიკით და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით.

 

პრეს-კონფერენციას ესწრებოდნენ ბიზნესის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლების სტუდენტები.

 

სტუმარმა მაღალი შეფასება მისცა უნივერსიტეტის კამპუსს, მის ულტრა თანამედროვე ინფრასტუქტურას.