გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსაღნიშნავად პირველკურსელთათვის ტრადიციული Welcome Party გამართა. ის, როგორც ყოველთვის, განსხვავებულად ჩატარდა. განსხვავებული იყო ინტერიერი და dress code.
ღონისძიების პირველი, ოფიციალური ნაწილის მსვლელობის დროს სტუდენტებს სიტყვით მიმართა რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ. მან მიულოცა სტუდენტებს ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი და უსურვა სამომავლო წარმატებები. ღონისძიების დროს ხელი მოეწერა მემორანდუმს ლიბერთი ბანკთან, რომელიც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი სტუდენტების კარიერული განვითარებისთვის.
ღონისძიების მუსიკალური ნაწილი ბენდმა „რეზო და ბავშვები“ გააფორმა, დასასრულს კი სტუდენტების განწყობაზე იზრუნა DJ smile.
ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით და მანათობელი ფრანების ფონზე დასრულდა.
საკონტაქტო პირი: სოფიო თავბერიძე - 551 04 11 44; mail: sofitavberidze@gmail.com s.tavberidze@gruni.edu.ge

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI