განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კარგ ტრადიციას დაუდო საფუძველი. ყოველწლიურად, საქართველოს რეგიონებში ტარდება სამეცნიერო ფესტივალი, რომელშიც ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები იღებენ მონაწილეობას.
წელს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ლოკაცია გორი იყო. ქალაქის ცენტრალურ პარკში საშუალო სკოლის მოსწავლეებმა მოიყარეს თავი. სტომატოლოგიისა და კრიმინალისტიკის პროგრამების სტუდენტებმა არამარტო აჩვენეს, არამედ მოსწავლეებს მიაღებინეს მონაწილეობა სხვადასხვა სტომატოლოგიური თუ კრიმინალისტიკური მანიპულაციის ჩატარებაში. გარდა ამისა, მომავალმა სტომატოლოგებმა გამოიკვლიეს მოსწავლეთა პირის ღრუს მდგომარეობა და შესთავაზეს „პაციენტებს“ უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ კლინიკაში მკურნალობა.
ოფიციალური ნაწილის შემდეგ გაიმართა პიკნიკი და გასართობი ღონისძიებები.