მიმდინარე წლის 21-22 სექტემბერს, ოდესაში ჩატარდა ყოველწლიურად, რიგით IX საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - სახელმწიფო მოხელეების, თანამდებობის პირების და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლების და პერსპექტიული განვითარების გამოწვევბი, მიზნები და ამოცანები.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობდა ჩვენი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თემურ მაისურაძე, რომელმაც კოლეგებს გააცნო საქართველოს და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის გამოცდილება ამ მიმართულებით. მან წარადგინა ჩვენს უნივერსიტეტში მოქმედი საჯარო მოხელეთა საკონსულტაციო ცენტრის მუშაობის სპეციფიკა, როგორც საგანმანათლებლო სფეროსა და რეალური მმართველობის ურთიერთთანამშრომლობის ყველაზე ქმედითი ინსტრუმენტი, ამ ორი სფეროს ამოცანათა სინქრონიზაციის საქმეში.
საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge