ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია რუმინეთში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია რუმინეთში


რუმინეთის ქალაქ სიბიუში ჩატარდა X საერთაშორისო კონფერენცია  „კულტურული ღირებულებები, მრავალფეროვნება და მემკვიდრეობა: მდგრადი ტურიზმის განვითარების პერსპექტივები“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი მაკა ფირანაშვილი და ასოცირებული პროფესორი მაია მელაძე.

 

კონფერენციის ორგანიზატორი იყო ევროპული კულტურული ტურიზმის ქსელი ECTN. ეს არის კულტურული ტურიზმის განვითარების სფეროში მომუშავე ერთადერთი პანევროპული ქსელი, რომლის წევრები სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები, კვლევითი ინსტიტუტები და უნივერსიტეტები არიან.

 

კონფერენციაზე პროფესორმა მაკა ფირანაშვილმა და პროფესორმა ლამარა ქადაგიძემ წარადგინეს ერთობლივი კვლევის შედეგი „საქართველოს კულტურული კლასტერები, როგორც ტურიზმის მდგრადი განვითარების შესაძლებლობა“ (Georgia’s Cultural Clusters as an Opportunity For Sustainable Development of Tourism), ხოლო ასოცირებულმა პროფესორმა მაია მელაძემ „ქართული ღვინის მარნების მემკვიდრეობის ინტერპრეტაცია“ ( Heritage Interpretation of Georgian Wine-Cellars).

 

პროფესორები შეხვდნენ ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, დაისახა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.

 

 

საკონტაქტო პირი:  მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge