ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) გაცვლითი პროგრამის EMINENCE II პროექტის მონაწილე სტუდენტები - ნინო ქობალია, ელისაბედ ჯორბენაძე და ლაშა კუხიანიძე (დოქტორანტი) , რომლებიც 2016 წლის სექტემბრიდან 10 თვის განმავლობაში სწავლობდნენ ესპანეთში, მ/წ წლის 15 ივლისს დაბრუნდნენ საქართველოში.
სტუდენტების სწავლა, მგზავრობა და ცხოვრება დააფინანსა ევროკავშირმა, ხოლო დაგროვილი კრედიტები აღიარა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა.
ადმინისტრაცია პროექტში მონაწილეებს ულოცავს საერთაშორისო მობილობის მაღალი აკადემიური შედეგებით დასრულებას.
სტუდენტების შთაბეჭდილებები
საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე n.kemertelidze@gruni.edu.ge