ერაზმუს + (Erasmus +) პროგრამის მობილობა+2 (Mobility +2) პროექტის ფარგლებში, ბიზნესისა და მართვის სკოლის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამისა და ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ვასილ კიკუტაძე იმყოფებოდა პორტოს უნივერსიტეტში (პორტუგალია).
ვიზიტის ფარგლებში პროფესორი ვასილ კიკუტაძე შეხვდა პორტოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელობას, ეკონომიკის სკოლის ადმინისტრაციას, პროგრამაში მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. პროგრამის ფარგლებში ბატონი ვასილი მონაწილეობდა ვორკშოფებსა და საპრეზენტაციო აქტივობებში.
პროექტი სრულად დაფინანსდა ევროკავშირის მიერ.
საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე; n.kemertelidze@gruni.edu.ge 577538626

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI