მ/წ 23 მაისს, სტუდენტებთან, “ფინკა ბანკი - საქართველოს“ წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ, საკრედიტო ოფიცრის კანდიდატურის შესარჩევად ჩატარდა გასაუბრება. შერჩეულმა სტუდენტებმა, კონკურსის წესის თანახმად, გაიარეს ტესტირება.
აღნიშნული კონკურსში ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსები) მესამე აკადემიური წლის სტუდენტმა გიორგი აბულაძემ და დასაქმდა “ფინკა ბანკი - საქართველოს“ ფილიალში კრედიტ ოფიცრის პოზიციაზე.
ადმინისტრაცია ულოცავს გიორგის გამარჯვებას და უსურვებს შემდომ კარიერულ წინსვლას.
საკონტაქტო პირი: ქეთევან კიტოვანი; ელ.ფოსტა: k.kitovani@gruni.edu.ge