ვლადიმერ ბურჭულაძის ვიზიტი პოლონეთში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ვლადიმერ ბურჭულაძის ვიზიტი პოლონეთში


ერაზმუს + (Erasmus +) პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტის ქსელური ადმინისტრირების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბურჭულაძე იმყოფებოდა ლაზარსკის უნივერსიტეტში (პოლონეთი), სადაც, ერთი კვირის განმავლობაში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ერთად, მუშაობდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ საკითხებზე.

 

პროგრამის ფარგლებში ვლადიმერ ბურჭულაძე შეხვდა სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, გაეცნო ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემას და მენეჯმენტის სტანდარტებს, სასწავლო პროცესის მართვის, დაგეგმარებისა და პროექტებზე მუშაობის სხვადასხვა ტიპის აპლიკაციისა თუ პორტალის გამოიყენების ტექნიკას.

 

„ვლადიმერ ბურჭულაძის მასპინძლობა სასიამოვნი იყო არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი კოლეგებისთვისაც. ისინი აღფრთოვანდნენ მისი იტელექტით და საქმისადმი ინტერესით“

 

ლაზარსკის უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მონიკა ტკაჩეკი

 

პროექტი სრულად დაფინანსდა ევროკავშირის მიერ.