გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, გაეროს ბავშთა ფონდისა და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ბავშვებთან ერთად აღნიშნა. სოფელ დიცის, დვანის და ნიქოზის ორმოცამდე ბავშვი, 1 ივნისს, უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, ქუთაისს სტუმრობდა.
მაკდონალდსში სტუმრობის და პრომეთეს მღვიმის მონახულების შემდეგ ბავშვები საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ. მათი პირველი შეხვედრა კომიტეტის თავმჯდომარესთან შედგა.
ღონისძიების ფარგლებში ბავშვები შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, დაათვალიერეს ბავშვთა ნახატების გამოფენა, მიიღეს მონაწილეობა ანიმატორების მიერ მოწყობილ შოუში და სხვ.
საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge