სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია


უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც მუშაობდა: სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის, მედიცინის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერეთობების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სექციები.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის თბილისისა და ბათუმის კამპუსის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, იან კოხანოვსკის სახელობის უნივერსიტეტის (პოლონეთი) სტუდენტებმა. სულ 166 მონაწილე.

 

სტუდენტებმა 109 კვლევითი ნაშრომი წარმოადგინეს. მომხსენებლებმა უპასუხეს დასმულ შეკითხვებს და გაიმართა დისკუსია. წარმოდგენილი ნაშრომები სრულად აკმაყოფილებდა წაყენებულ მოთხოვნებს. კონფერენციას ესწრებოდნენ, როგორც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ისე მოწვეული სტუმრები.

 

საუკეთესო გამომსვლელები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო კვლევითი ნაშრომი, ორიგინალური კვლევა, საუკეთესო პრეზენტაცია და სხვ.

 

კონფერენციამ მაღალი შეფასება დაიმსახურა.

 

„დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო კონფერენცია იყო და ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღე. მოხარული ვარ, რომ ამდენი ახალგაზრდაა დაინტერესებული მინდინარე მოვლენებით და სურს თავისი წვლილი შეიტანოს განათლების თუ სხვა სფეროების განვითარებაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა,“ - მარიამ პოპიაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტი.

 

„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი მასშტაბური კონფერენციის ასე ორგანიზებულად გამართვისთვის. დიდი იმედი მაქვს მომავალშიც ვითანამშრომლებ თქვენთან,“

- ალისა სულამანიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტი.

 

 

ნომინანტები

 

თეზისები

 

 

 

საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე 577538626;  n.kemertelidze@gruni.edu.ge