ერაზმუს+ (Erasmus+) აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის ლექტორი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გიორგი ხუროშვილი იმყოფებოდა ლაზარსკის უნივერსიტეტში (ვარშავა, პოლონეთი).
პროექტის ფარგლებში გიორგი ხურიშვილმა ლაზარსკის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულების სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციების ციკლი პოლიტიკისა და სამართლის თეორიის აქტუალური პრობლემების შესახებ.
ვიზიტის დროს შეხვედრები გამართა ლაზარსკის უნივერსიტეტის პროფესორებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.
პროექტი სრულად დაფინანსდა ევროკავშირის მიერ.
საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე n.kemertelidze@gruni.edu.ge 577 53 86 26