გასვლითი ლექცია ბოტანიკურ ბაღში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გასვლითი ლექცია ბოტანიკურ ბაღში


ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის გასვლითი ლექცია ჩაატარა ამავე სკოლის ტურიზმის პროგრამის კურსდამთავრებულმა, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის  საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი თარხნიშვილმა.

 

ლექციის თემატიკა შეეხებოდა რეკრეაციული ზონების მარკეტინგსა და პიარს, ფასწარმოქმნის სტრატეგიებს, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების სტატისტიკას, დისქაუნთინგს, მარკეტინგულ კამპანიებს, ფრომოუშენს, ბოტანიკურ ბაღში განსახორციელებელ პროექტებს.

 

სტუდენტებმა ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელ მაკა ფირანაშვილსა და ასოცირებულ პროფესორ მაია მელაძესთან ერთად დაათვალიერეს ბოტანიკურ ბაღში იაპონური კუთხე, ტურისტული ბილიკები, საინფორმაციო დაფები და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ფლორის განსაკუთრებული ნიმუშები.

 

 

საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge