ერაზმუს + (Erasmus +) პროგრამის „მობილობა +2“ ( Mobility+2 ) პროექტის ფარგლებში, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ოფისის მენეჯერი და ECTS-ის კოორდინატორი ნინო გეგუჩაძე იმყოფებოდა პორტოს უნივერსიტეტში (პორტუგალია).
ვიზიტის ფარგლებში მან მონაწილეობა მიიღო პერსონალის გადამზადების საერთაშორისო კვირეულში (International Staff Training Week), რომელზეც საუბარი იყო სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის მომავალ პერსპექტივებზე, პროექტის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოსა და ახალ შემოთავაზებებზე.
საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები. მათ დიდი დაინტერესება გამოთქვეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შესახებ.
პროექტი სრულად დაფინანსდა ევროკავშირის მიერ.
საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე; n.kemertelidze@gruni.edu.ge 577538626