ვიზიტი კიელცეს უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ვიზიტი კიელცეს უნივერსიტეტში


2017 წლის 28 მარტიდან 4 აპრილამდე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორი, დოქტორი თინათინ ასათიანი ერაზმუს + KA107 (Erasmus + KA107) ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა კიელცეს იან კოხანოვსკის სახელობის უნივერსიტეტში (პოლონეთი).

 

ვიზიტის ფარგლებში, თინათინ ასათიანი, პროგრამის სხვა მონაწილეებთან ერთად, შეხვდა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს, დაათვალიერა უნივერსიტეტის კამპუსები, მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ღონისძიებებში.

 

პროექტის ფარგლებში, თინათინ ასათიანი გაეცნო იან კოხანოვსკის სახელობის უნივერსიტეტის სტრუქტურასა და მუშაობის მეთოდებს. მიწვეულ იქნა ინტერვიუსთვის, უნივერსიტეტის რადიოში „ფრაჟკა“, სადაც ისაუბრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სწავლების მეთოდებსა და ინფრასტრუქტურაზე.

 

პროექტი სრულად დაფინანსდა ევროკავშირის მიერ.

 

 

საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე n.kemertelidze@gruni.edu.ge 577 53 86 26