2017 წლის 28 მარტიდან 4 აპრილამდე ბიზნესისა და მართვის სკოლის ასოცირებული პროფესორი მაია მელაძე ერაზმუს + KA107 (Erasmus + KA107) აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა კიელცეს იან კოხანოვსკის სახელობის უნივერსიტეტში (პოლონეთი).
პროექტის ფარგლებში, მაია მელაძემ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის წაიკითხა ლექციების ციკლი კულტურული ტურიზმისა და ღვინის ტურიზმის მიმართულებით. აღნიშნულმა თემებმა დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.
ვიზიტის ფარგლებში, მაია მელაძე შეხვდა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს, დაათვალიერა უნივერსიტეტის კამპუსები, მონაწილება მიიღო კულტურულ ღონისძიებებსა და ტურიზმის კონფერენციაში, რომელიც იან კოხანოვსკის სახელობის უნივერსიტეტში 31 მარტს ჩატარდა.
პროექტი სრულად დაფინანსდა ევროკავშირის მიერ.
საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე n.kemertelidze@gruni.edu.ge 577 53 86 26