შეხვედრა ცესკოში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შეხვედრა ცესკოში


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ცესკოს სწავლების ცენტრში, ცესკოს თავმჯდომარე -  თამარ ჟვანია,  დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად,   შეხვდა უნივერსიტეტის სამართლის სკოლის  სტუდენტებს. ქალბატონმა თამარმა სტუდენტებს წარუდგინა საინტერესო პრეზენტაცია საარჩევნო სისტემისა და ცესკოს ფუნქციის შესახებ.

 

შეხვედრის მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ საარჩევნო სამართლის სასწავლო კურსის სახელმძღვანელოები და ცესკოს ბრენდირებული საჩუქრები.

 

 

საკონტაქტო პირი: ია ხურციძე 599509696