ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა ბაქოში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა ბაქოში


ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებმა ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელთან, ასოცირებულ პროფესორ მაკა ფირანაშვილთან და ნათია დაღელიშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის ტურიზმის მე-16 საერთაშორისო გამოფენის მუშაობაში და გაეცვნენ ბაქოს ღირსშესანიშნაობებს.

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 272 კომპანია და 22 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო, ბულგარეთი, მაროკო, ტაილანდი, თურქეთი, ჩეხეთი, სლოვენია, ბელორუსია, რუსეთი და სხვ.

 

სტუდენტებმა ასოც. პროფესორ მაკა ფირანაშვილთან და ტურისტულ კომპანია Diamond Georgia–სთან ერთად დაგეგმეს ბაქოს ტური და დაათვალიერეს ძველი ქალაქი, ბულვარი, ქალწულის კოშკი, მონეტების და მინიატურული წიგნების მუზეუმი, შირვან შაჰის სასახლე, ნაციონალური დროშის მოედანი, ჰეიდარ ალიევის მუზეუმი, ფუნიკულიორი, ფლამ თაუერი, არქეოლოგიურ ძეგლთა კომპლექსი-გობუსტანი, გაისეირნეს გემით და ვენეციური გონდოლით.

 

საგანმანათლებლო ტურმა საქმიანად ჩაიარა.

 

 

საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge