არჩილ მესტვირიშვილის მასტერ-კლასი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


არჩილ მესტვირიშვილის მასტერ-კლასი


109-ე აუდიტორიაში ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებისთვის მასტერ-კლასი თემაზე: საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა ჩაატარა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა. მეცადინეობას, გარდა ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებისა, ესწრებოდნენ სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტები.

 

მეცადინეობა ინტერაქტიური ფორმატით წარიმართა. სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია საფუძვლიანმა ანალიზმა, რომელიც სტუმარმა წარმოადგინა ვიზუალური მასალის თანხლებით.

 

მეცადინეობის დაწყებამდე აღინიშნა, რომ ბატონმა არჩილმა, უმაღლეს სკოლაში პედაგოგიური მოღვაწეობა, სწორედ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში დაიწყო რამდენიმე წლის წინ.

 

დასასრულს, სტუმარმა-ლექტორმა მაღალი შეფასება მისცა უნივერსიტეტის ახალ კამპუსს და სტუდენტთა მომზადების მაღალ დონეს: