ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორიის გახსნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორიის გახსნა


ნატოს კვირეულის ფარგლებში, უნივერსიტეტში გაიხსნა ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორია.

 

სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე, რომელმაც წარადგინა მოწვეული სტუმრები - სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშაშვილი და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საზოგადოების ინფორმირების სამსახურის უფოროსი მარიამ დოლიძე.

 

სტუდენტებისთვის, ნატოსა და ევროკავშირის ახლად დაარსებულ აუდიტორიაში, სახელმწიფო მინისტრმა საჯარო ლექცია წაიკითხა. განხილულ იქნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და სხვა აქტუალური საკითხები.

 

აღინიშნა, რომ სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშაშვილი და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის საზოგადოების ინფორმირების სამსახურის უფროსი ირინა შამილაძე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან.

 

დასასრულს, სტუმრებმა დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

 

 

 

საკონტაქტო პირი: ქეთევან კიტოვანი; ელ.ფოსტა: k.kitovani@gruni.edu.ge