103-ე აუდიტორიაში, ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებისთვის, თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის გენერალური დირექტორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, ამჟამად, საინვესტიციო მენეჯმენტის, საფინანსო რისკების მართვის, სტრატეგიული მარკეტინგის და ფასიანი ქაღალდების შეფასების კონსულტანტმა ვახტანგ ხომიზურაშვილმა ჩაატარა ლექცია თემაზე: „სავალუტო რისკების დაზღვევის ინსტრუმენტები და საფონდო, სავალუტო ბირჟების ფუნქციონირების აუცილებლობა“.
სტუმარმა ისაუბრა საინვესტიციო მენეჯმენტის განვითარებისა და ფასიანი ქაღალდების, როგორც საფინანსო ინსტრუმენტის გამოყენების აუცილებლობაზე, ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის ფინანსური რესურსების მოზიდვის თვალსაზრისით.
ლექცია ინტერაქტიური ფორმატით ჩატარდა.
საკონტაქტო პირი: თამარ გამსახურდია t.gamsakhurdia@gruni.edu.ge