2017 წლის 20 მარტიდან 27 მარტამდე, ერაზმუს + (Erasmus +) პროგრამის ,,მობილობა +2“ ( Mobility+2 ) პროექტის ფარგლებში, მედიცინის სკოლის პროფესორი ოთარ გერზმავა იმყოფებოდა პორტოს უნივერსიტეტში (პორტუგალია).
ვიზიტის ფარგლებში, პროფესორი ოთარ გერზმავა შეხვდა Erasmus+ პროგრამის Mobility+2 პროექტის ლოკალურ ხელმძღვანელობას, კვების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, პროფესორ სესილია მორაის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ კარლა ლოპესს; დაათვალიერა საუნივერსიტეტო კლინიკის განყოფილებები, მეცნიერების ფაკულტეტის ბაზაზე არსებული ნატურალური ისტორიისა და მეცნიერების მუზეუმი, მ. ლემოსის სახელობის მედიცინის ისტორიისა და ანატომიის მუზეუმები, მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკა და სხვ.; დაესწრო Erasmus+ პროგრამის 30 წლისთავისადმი მიძღნილ საუნივერსიტეტო ცერემონიას, რამაც ბატონ ოთარზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ყველა ფაკულტეტის წამყვანმა პროფესორებმა და წარჩინებულმა კურსდამთავრებულებმა.
პროექტის ფარგლებში, პროფესორმა გერზმავამ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს ჩაუტარა ლექციათა ციკლი თემაზე: ჯანდაცვის პოლიტიკა ახალ დამოუკიდებელ ქვეყნებში, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.
პროექტი სრულად დაფინანსდა ევროკავშირის მიერ.
საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე; n.kemertelidze@gruni.edu.ge 577538626