უნივერსიტეტის დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით, მიმდინარე სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრიდან, სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციაში (პროკრედიტ ბანკი, საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი და ინოვაციური სტარტაპ კომპანია „ქონსთრაქ გე“) სტაჟირების პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ დასაქმდა თორმეტი სტუდენტი, ხოლო ლიბერთი ბანკში დასაქმდა ერთი მაგისტრანტი.
აღსანიშნავია, რომ თეგეტა მოტორსის და პროკრედიტ ბანკის სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტები.
საკონტაქტო პირი: ქეთევან კიტოვანი k.kitovani@gruni.edu.ge