დასაქმების ცენტრის ინიციატივით, ალდაგისა და სადაზღვევო საბროკერო კომპანია ვაისის შერჩევის ჯგუფის ხელმძღვანელმა შორენა ახალკაცმა უნივერსიტეტის სამართლის, ბიზნესის მართვისა და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლების სტუდენტებს გააცნო კომპანიის ძირითადი მიმართულებები და არსებული ვაკანსიები.
სტუდენტებისათვის სასიამოვნო სურპრიზი იყო, რომ შორენა ახალკაცი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. მან ხაზი გაუსვა, რომ კარიერულ წინსვლაში სწორედ უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ და უნარმა შეუწყო ხელი.
წარმოდგენილ ვაკანტურ პოზიციებზე სტაჟირების გავლის მსურველთათვის ჩატარდება ტრენინგები, რომელიც სტუდენტებს დაეხმარება პროფესიულ ზრდასა და კარიერულ განვითარებაში.
საკონტაქტო პირი: ქეთევან კიტოვანი; ელ.ფოსტა: k.kitovani@gruni.edu.ge