თანამშრომლობა დემოგრაფიული აღორძინების ფონდთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


თანამშრომლობა დემოგრაფიული აღორძინების ფონდთან


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და დემოგრაფიული აღორძინების ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმი მიზნად ისახავს დემოგრაფიული აღორძინების ფონდსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის განვითარებას - ერთობლივი საგანმანათლებლო/კულტურული ღონისძიებების ჩატარებას, განათლებისა და მიგრაციის საკითხებზე სამეცნიერო/კვლევითი პროექტების განხორციელებას, მასტერკლასების ჩატარებას, მრგვალი მაგიდის სხდომებისა და მუდმივმოქმედი სემინარის ორგანიზებას და სხვ.

 

ხელმოწერის ცერემონიალს ცნობილი საერო და სასულიერო პირები ესწრებოდნენ: პარლამენტის დეპუტატები - მამუკა მდინარაძე და დიმიტრი ხუნდაძე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, პროფესორი ვაჟა ლორთქიფანიძე და სხვა საზოგადო მოღვაწეები.

 

უნივერსიტეტის სახელით მემორანდუმს ხელი მოაწერა საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა პროფესორნა ანა ფირცხალაშვილმა.

 

 

საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge