გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და საქართველოს პროკურატურას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დაიდო.
მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს პროკურატურასა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას, სტუდენტებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებასა და სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის საქართველოს პროკურატურაში პრაქტიკის გავლას.
საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი a.phirtskhalashvilio@gruni.edu.ge