ნოდარ ხადურის მასტერკლასი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ნოდარ ხადურის მასტერკლასი


საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მასტერკლასი ჩაატარა, თემაზე - სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა.

 

მასტერკლასის დაწყებამდე საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური და რექტორი მამუკა თავხელიძე აწერენ ხელს.

 

მემორანდუმის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ სტუდენტთა პროფესიულ განვითარებას, კვალიფიციური კადრების მომზადებას; სამეცნიერო პროექტების, სემინარების, კონფერენციებისა და ტრენინგების ერთობლივად ჩატარებას, ხოლო წარმატებული სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებას სააგენტოში გაივლიან.

 

 

საკონტაქტო პირი: ვასილ კიკუტაძე; v.kikutadze@gruni.edu.ge