Pulp Fiction New year party

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


Pulp Fiction New year party


უნივერსიტეტის სტუდენტები დამდეგ 2017 წელს Pulp Fiction New year party -ით შეხვდნენ. გასული საუკუნის მელოდიები, საღამოს, ამაღლებულ განწყობას მატებდა, ხოლო იმ დროის ჩაცმულობა განსაკუთრებულ ელფერს სძენდა. ეს განსაკუთრებულობა გაამძაფრა იმანაც, რომ სტუდენტებმა მოულოდნელი ინფორმაცია მიიღეს - ამ დღეს შეჯამდა მედიაჰოლდინგ თბილისელების მონიტორინგის შედეგები და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი წლის უნივერსიტეტად იქნა აღიარებული.

 

საღამოს მონაწილეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ.

 

სტუდენტებმა სურპრიზი მოუმზადეს თავიანთ პროფესორ-მასწავლებლებს, გამოავლინეს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები და გადასცეს საჩუქრები.

 

საღამოს მრავალფეროვნება ბევრად განაპირობა სასპონსორო მხარდაჭერამ, რისთვისაც გულწრფელ მადლობას ვუხდით კომპანიებს: გურიელი, რედბული, Absolut, Gift house.