გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი 2017 წლიდან ჰარვარდის ბიზნესის სკოლის მეთოდოლოგიით დაიწყებს ახალი სასწავლო კურსების დანერგვას.
ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კონკურენციისა და სტრატეგიის ინსტიტუტის აფილირებული წევრობის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის პროფესორები მურთაზ კვირკვაია და შოთა საღრიშვილი ჰარვარვარდის ბიზნესის სკოლის კონკურენციისა და სტრატეგიის ინსტიტუტის აფილირებული პროფესორები გახდნენ. ისინი მონაწილეობდნენ ჰარვარდის ბიზნესის სკოლაში გამართულ სამეცნიერო ვორკშოფში, სადაც წარმოდგენილი იყო მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების 100-ზე მეტი პროფესორი. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პროფესორი მაიკლ პორტერი (http://www.isc.hbs.edu/about-michael-porter/Pages/the-essential-porter.aspx).
პროფესორები კვირკვაია და საღრიშვილი მონაწილეობდნენ კონკურენციისა და სტრატეგიის ინსტიტუტის ევროპისა და აზიის განყოფილებათა მუშაობაში; კურიკულუმების, გლობალური ზეგავლენის, ცოდნის გენერირების და აფილირებულ წევრთა საბჭოების საქმიანობაში. განიხილულ იქნა სასწავლო კურსის - კონკურენიციის მიკროეკონომიკა (MOC) - მიმდინარეობის და განვითარების საკითხები. აღნიშნული კურსი დიდი მოთხოვნით სარგებლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებში. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კონკურენციისა და სტრატეგიის ინსტიტუტის უკვე აფილირებულ პარტნიორს, შეუძლია 2017 წლიდან განახორციელოს კონკუნკურენციის მიკროეკონომიკის სწავლება ჰარვარდის ბიზნესის სკოლის მეთოდოლოგიით და სასწავლო მასალით.
ეს იქნება პირველი ნაბიჯი ჰარვარდის სტანდარტებთან დაახლოვებისა, რომელიც გაგრძელდება სხვა სახის აქტივობებით.
საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე n.kemertelidze@gruni.edu.ge 577538626