საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის შეხვედრა მარიამ ჯაშთან, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან. სტუმარმა მიმოიხილა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული პრობლემები, წარმოადგინა საკუთარი ხედვა მათი გადაწყვეტისათვის და გამართა დებატები დამსწრე საზოგადოებასთან.
შეხვედრას ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე.
...წარმატებებს გისურვებთ - არაჩვეულებრივ სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და უდიდესი საქმის სულისჩამდგმელ ხელმძღვანელებს - აღნიშნა დასასრულს ქალბატონმა მარიამმა.