დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე: როგორ დავაინტერესოთ დამსაქმებელი საკუთარი პერსონით. ტრენინგს უძღვებოდა TBC ბანკის კადრების შერჩევის მენეჯერი ნინო კევლიშვილი.
პირველი სამუშაო დღე დაეთმო პრაქტიკულ მეცადინეობას - როგორ დავაინტერესოთ დამსაქმებელი ჩვენი CV-ით, ხოლო მეორე დღეს განხილულ იქნა ქეისები - როგორ მოვახდინოთ შთაბეჭდილება დამსაქმებელზე ინტერვიუს დროს.
ტრენინგში მონაწილეობდა უნივერსიტეტის 60 სტუდენტი, მათ შორის, ბათუმის წარმომადგენლობიდან. მსმენელებს გადაეცემათ TBC ბანკისა და უნივერსიტეტის ერთობლივი სერტიფიკატები.
საკონტაქტო პირი: ქეთევან კიტოვანი; ელ.ფოსტა: k.kitovani@gruni.edu.ge