ეროვნული სამეცნიერო გრანტი უნივერსიტეტს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ეროვნული სამეცნიერო გრანტი უნივერსიტეტს

ბიზნესისა და მართვის სკოლის მიერ შემუშავებული პროექტი - პროფესიული ორიენტაციის კვლევა საქართველოში, ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულ პროექტებს შორის დასახელდა (http://rustaveli.org.ge/images/Files/fund_anonsi/236_001.pdf).

 

პროექტის  ბიუჯეტი 100 ათასი ლარია.

 

კვლევის მიზანია: საქართველოს საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების პროფესიული ორიენტაციის განმსაზღვრელი ფაქტორების გამოვლენა და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა სწავლის მოტივაცის კავშირის დადგენა პროფესიულ ორიენტაციასთან.

 

კვლევითი პროექტი მომზადდა: მურთაზ კვირკვაიას (პროექტის ხელმძღვანელი. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი), ვასილ კიკუტაძის (პროექტის კოორდინატორი. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი), დავით სიხარულიძის (მკვლევარი. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი), შოთა შაბურიშვილის (მკვლევარი. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი) ვახტანგ ჭარაიას (მკვლევარი, ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი) მიერ.

 

პროექტი შემუშავდა მონაწილეთა სრული კოორდინაციისა და გუნდური მუშაობის თანამედროვე სტანდარტების საფუძველზე. მონაწილე ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების სხვა მიმართულებების მიხედვითაც.

 

ბიზნესისა და მართვის სკოლა მადლობას უხდის შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს მხარდაჭერისთვის და მადლიერებას გამოხატავს სკოლის და უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მიმართ პროექტზე მუშაობის პროცესში გაწეული დახმარებისთვის.

 

ბიზნესისა და მართვის სკოლა ღიაა ნებისმიერი ქართველი და უცხოელი სპეციალისტისთვის ფუნფამენტური და გამოყენებითი კვლევის მიმართულებით ინოვაციური იდეების განსახილეველად და მხარდასაჭერად.

 

დეტალური ინფორმაცია კვლევითი პროექტის შესახებ პერიოდულად განთავსდება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ვებ გვერდზე.

 

 

საკონტაქტო პირი: მ.კვირკვაია m.kvirkvaia@gruni.edu.ge 593 36 28 21