საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ინიციატივით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გრანტით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის ორგანიზაციული მხარდაჭერით, ბათუმში, სასტუმრო შერატონში (Sheraton Hotel Batumi) ჩატარდა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: სამედიცინო ტურიზმი: პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სამედიცინო პრობლემები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. კონფერენცია ეძღვნებოდა სამედიცინო ტურიზმის განვითარების პრობლემებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.

 

კონფერნციამ მოიზიდა არა მხოლოდ მეცნიერები, სამედიცინო დაწესებულებების, ტურისტული ორგანიზაციებისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები, არამედ დააინტერესა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესისა და მასმედიის წარმომადგენლები 11 ქვეყნიდან  (ყაზახეთი, ყირგიზეთი, გერმანია, აშშ, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ირანი და სხვ.). ქართული მხარე, სხვა მომხსენებლებთან ერთად, ღირსეულად წარმოადგინეს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, რომელთა სამეცნიერო მოხსენებებმა  განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

 

კონფერენციის ორგანიზატორებს დიდი დახმარება გაუწია  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ამირან მესხიშვილმა და სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერმა გუგული თურმანიძემ, რომელთა ხელშეწყობით მოხერხდა უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტთა მივლინება ბათუმში და, ბათუმელ სტუდენტებთან ერთად, აქტიური მონაწილეობა ყველა სამეცნიერო და კულტურული ღონისძიების განხორციელებაში.

 

კონფერენციის იდეის ავტორი და მთავარი ორგანიზატორი იყო გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი ოთარ გერზმავა.

 

კონფერენციის მასალები

 

 

საკონტაქტო პირი: ოთარ გერზმავა; otar@nilc.org.ge