უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძესთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.
სტუმარმა ისაუბრა საქართველოსათვის ლევილის მამულის (საფრანგეთი) დაბრუნების საკითხებზე, ზოგადად, ქართულ ემიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია - სტუდენტებმა საკუთარი აზრი გამოთქვეს
თანამედროვე ემიგრაციული პროცესების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მადლობა გადაუხადა სტუმარს საინტერესო ლექციისთვის და აღნიშნა, რომ ბატონმა გელამ არაერთხელ წაიკითხა ღია ლექცია სტუდენტებისთვის სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, ხოლო მის უწყებასთან უნივერსიტეტი დიდი ხანია თანამშრომლობს, ამიტომ აკადემიური კომიტეტის გადაწყვეტილებით ბატონ გელა დუმბაძეს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება.
პროფესორმა მამუკა თავხელიძემ ნომინანტს გადასცა საპატიო დოქტორის დიპლომი და მანტია.
საკონტაქტო პირი: ქეთევან კიტოვანი; k.kitovani@gruni.edu.ge; 2384406

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI