თეა სიჭინავას პრეს-კონფერენცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


თეა სიჭინავას პრეს-კონფერენცია


202-ე აუდიტორიაში,  საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული დისციპლინის - პრესკონფერენციის მოდელირება -ფარგლებში  გაიმართა ტელეკომპანია იმედი-ის ჟურნალისტის თეა სიჭინავას პრეს-კონფერენცია.

 

რესპოდენტმა დამსწრეთ გააცნო განვლილი პროფესიული გზა ტელეკომპანია მაესტროსა და იმედში.  მიმოიხილა მედიაგარემო  და კრიტიკულად შეაფასა  2003-2012 წლებში მედიისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება.

 

თეა სიჭინავამ ყურადღება გაამახვილა თანამედროვე ქართულ მედიაში მიმდინარე პროცესზე. აღნიშნა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მედიაგარემო მკვეთრად გაუმჯობესდა,  ის განთავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან და ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში გაცილებით მეტი თავისუფლება მიეცათ.

 

სტუმარმა ამომწურავად უპასუხა დასმულ შეკითხვებს და აღნიშნა, რომ მედიამფლობელების ბრძოლა რეიტინგისთვის სატელევიზიო სივრცეში განვითარებული მოვლენების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია.

 

 

საკონტაქტო პირი: სულხან მელაძე