თეონა გეგელიას და დიანა ტრაპაიძის მოდელირებული პრეს-კონფერენცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


თეონა გეგელიას და დიანა ტრაპაიძის მოდელირებული პრეს-კონფერენცია


უნივერსიტეტში გაიმართა ტელეკომპანიების იმედი და TV პირველი ჟურნალისტების თეონა გეგელიას და დიანა ტრაპაიძის მოდელირებული პრეს-კონფერენცია. ჟურნალისტებმა ისაუბრეს მედიასაშუალებების ამოცანებზე ახალ პოლიტიკურ რეალობაში, შეაფასეს ტელესივრცეში მიმდინარე პროცესები და ყურადღება გაამახვილეს ჟურნალისტთა თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის პრობლრმებზე. დამსწრე საზოგადოება დაინტერესდა ჟურნალისტების არხიდან არხზე მიგრაციის გამომწვევი მიზეზებით და ზოგადად მედიამფლობელების ჟურნალისტებისადმი დამოკიდებულების საკითხით.

 

პრეს-კონფერენციას ესწრებოდნენ, როგორც მომავალი ჟურნალისტები, ისე საჯარო მართველობის და პოლიტიკის სკოლის სტუდენტები.