გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში შედგა სამართლის სკოლის დოქტორანტის ლია ჭიღლაშვილის დისერტაციის დაცვა თემაზე: „ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოს კანონმდებლობით“.
დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდა სამართლის დოქტორი - ლილი გელუკაშვილი.
ოფიციალური შემფასებლები(ოპონენტები): ეკატერინე შენგელია - ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ასმათ გუგავა- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტმა შესაძლებლად ჩათვალა - ლია ჭიღლაშვილს მიენიჭოს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეცა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს.
საკონტაქტო პირი: მაია გოგიაშვილი; m.gogiashvili@gruni.edu.ge