ატრიუმში ხელი მოეწერა ვურცბურგისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს. ვურცბურგის უნივერსიტეტი (გერმანია) 1402 წელს დაარსდა. ის ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი უნივერსიტეტია ევროპაში.
მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი, ინტერდისციპლინარული სადოქტორი აკადემიური პროგრამების შექმნას და განვითარებას; თემატური, სამეცნიერო კონფერენციების და ღონისძიებების ორგანიზებას; მხარეების მატერიალური რესურის, (წიგნადი ფონდი, ელექტრონული, საბიბლიოთეკო და ა.შ.) ურთიერთგაცვლას; თანამშრომლობის გაღრმავებას კვლევითი/სამეცნიერო მიმართულებით და ერთობლივ მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში.
გერმანელმა სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და უმაღლესი შეფასება მისცეს - აღნიშნეს, რომ ახალი კამპუსი ერთი ნაბიჯით უსწრებს თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს.
მემორანდუმის ხელმოწერის აღსანიშნავად გაიმართა საზეიმო ღონისძიება.
საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაიშვილი; a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge