3 ოქტომბერს სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესისა და მართვის სკოლის მე-3 და მე-4 საფეხურის სტუდენტებისათვის შედგა შეხვედრა ინოვაციური ტექნოლოგიების მარკეტინგულ კომპანია “ჯეოქარდის” წარმომადგენლებთან.
აღნიშნული პროგრამა, ითვალისწინებს სტუდენტების ანალიტიკურ - კვლევით პროექტებში ჩართვას და ტრენინგს მომსახურების სფეროსთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად. სტაჟირება ანაზღაურებადია.
სტაჟირების კურსის დასრულებისას სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
წარმატებულ სტუდენტებს ეძლევათ ადგილზე დასაქმების შესაძლებლობა.
საკონტაქტო პირი: ქეთევან კიტოვანი k.kitovani@gruni.edu.ge;