23-24 სექტემბერს, პორტუგალიის ქალაქ გიმარაეშში, ჩატარდა IX საერთაშორისო კონფერენცია ევროპულ კულტურულ ტურიზმში „არამატერიალური მემკვიდრეობა, როგორც შეუდარებელი მონაპოვარი მდგრადი და საპასუხისმგებლო ტურიზმის განვითარებისთვის“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი მაკა ფირანაშვილი და ასოცირებული პროფესორი მაია მელაძე.
კონფერენციის ორგანიზატორი იყო ევროპული კულტურული ტურიზმის ქსელი ECTN. ეს არის კულტურული ტურიზმის განვითარების სფეროში მომუშავე ერთადერთი პანევროპული ქსელი, რომლის წევრები სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები, კვლევითი ინსტიტუტები და უნივერსიტეტები არიან. კონფერენციისთვის შეირჩა 20 მოხსენება 11 ქვეყნიდან, 9 დანიშნულების ადგილიდან, 12 უნივერსიტეტიდან და 3 საკონსულტაციო ცენტრიდან.
კონფერენციაზე პროფესორმა მაკა ფირანაშვილმა წარადგინა პროფესორ ლამარა ქადაგიძესთან ერთობლივი კვლევის შედეგი ხვამლის მთა, როგორც კულტურულ-მისტიკური პროდუქტი საქართველოში მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის (Mount Khvamli - a Cultural-Mystical Product for the Development of Sustainable Tourism in Georgia), ხოლო ასოცირებულმა პროფესორმა მაია მელაძემარამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კომოდითიზაცია საქართველოს მთიან რეგიონებში: დადებითი და უარყოფითი ეფექტი (Commoditization of Intangible Cultural Heritage in Georgian Mountainous Regions: The Positive and Negative Effects). http://www.culturaltourism-network.eu .
პროფესორები შეხვდნენ ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, დაისახა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.
საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge