ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია


7-9 სექტემბერს საქართველოში ჩატარდა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ღვინის ტურიზმის პირველი საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას იღებდნენ ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მაკა ფირანაშვილი და ასოცირებული პროფესორი მაია მელაძე.

 

„საქართველო ესაა ქვეყანა, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ესტუმროს“ განაცხადა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტალებ რიფაიმ.

 

საქართველოში ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პირველი ვიცე–პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოს ელჩი ესპანეთში ზურაბ პოლოლიკაშვილი და სხვა.

 

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონფერენციას 250 დელეგატი ესწრებოდა მსოფლიოს 42 ქვეყნიდან.

 

 

საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge