2016 წლის 9 მაისიდან 14 მაისამდე, ერაზმუს + (Erasmus +) პროგრამის „მობილობა +“ ( Mobility+ ) პროექტის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორი თამარ დოლიძე იმყოფებოდა პორტოს უნივერსიტეტში (პორტუგალია). პორტოს უნივერსიტეტში ვიზიტის დროს პროფესორი თამარ დოლიძე შეხვდა ჰუმანიტარული ფაკულტეტის (ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების) ადგილობრივ, ასევე ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტებს ამავე უნივერსიტეტში. ვიზიტის ფარგლებში თამარ დოლიძემ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს ჩაუტარა მოკლე კურსი როგორც ზოგად ინგლისურში, ასევე „საქმიანი კომუნიკაცია“ ინგლისურ ენაზე. მასპინძელი პროფესორის ნიკოლას რობერტ ჰურსტის ხელმძღვანელობით ადგილზე გაეცნო განათლების დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას, სასწავლო რესურსებს, ასევე დაესწრო ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობის მაგისტრების სამაგისტრო ნაშრომების წინა დაცვას და მონაწილეობა მიიღო კითხვა-პასუხის რეჯიმში გამართულ დისკუსიაში.
პროექტი სრულად ფინანსდება ევროკავშირის მიერ.
საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე n.kemertelidze@gruni.edu.ge 577 53 86 26