2016 წლის მაისში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა კვლავ გაიმარჯვა ევროკავშირის პროგრამის „ერაზმუს +“ -ის (Erasmus +) პროექტში „მობილობა+“ (Mobility +).
აღნიშნული პროექტი საშუალებას აძლევს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს განახორციელონ საერთაშორისო მობილობა, ანუ ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ პორტოს უნივერსიტში (პორტუგალია), დააგროვონ კრედიტები და შეიძინონ ახალი გამოცდილება.
ასევე, პროფესორ-მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ ლექციები წაიკითხონ პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ვულოცავთ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ევროკავშირის პროექტში გამარჯვებას.
საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე n.kemertelidze@gruni.edu.ge 577 53 86 26