„საჯარო მოხელეთა საკონსულტაციო ცენტრის“ პრეზენტაცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


„საჯარო მოხელეთა საკონსულტაციო ცენტრის“ პრეზენტაცია


2016 წლის 14 აპრილს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინიტროში, გაიმართა საჯარო მოხელეთა საკონსულტაციო ცენტრის პრეზენტაცია.

 

შეხვედრას უძღვებოდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის  საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, პროფესორი ანა ფირცხალაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი თემურ მაისურაძე.

 

 შეხვედრას დაესწრნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის _ ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ფინანსთა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრებში დასაქმებული საჯარო მოხელეები.

 

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებამ მოიწონა საკონსულტაციო ცენტრის შექმნის იდეა. მათ გამოთქვეს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის სურვილი და მადლობა გადაუხედეს პროექტის ინიციატორებს - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და  საქართველოს პარლამენტს.

 

საკონტაქტო პირი:

საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ანა ფირცხალაშვილი

ტელ: (+995 32) 2384406 (400);