მასწავლებლის მომზადების პროგრამა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მასწავლებლის მომზადების პროგრამა

უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერ პირს, მათ შორის, მოქმედ მასწავლებელს, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩააბარებს გამოცდას შესაბამის საგანში, ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა სახელმწიფოს დაფინანსებით ისწავლოს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამით და მოიპოვოს უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

 

პროგრამის ხანგრძლივობაა ერთი აკადემიური წელი და მოიცავს: ინგლისური ენის, მათემატიკის და ქართული ენისა და ლიტერატურის მეთოდიკების მოდულს. პროგრამა გათვალისწინებულია საბაზო და საშუალო საფეხურის, ხოლო ინგლისური ენის მიმართულებით, დაწყებითი განათლების მასწავლებლებისათვისაც.

 

ის პირი, რომელიც ჩააბარებს გამოცდას, მაგრამ ვერ მოიპოვებს დაფინასებას, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი საშუალებას აძლევს გაიაროს აკრედიტირებული ერთწლიანი აკადემიური პროგრამა, რომელსაც წარუძღვებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. აღნიშნული კურსის ღირებულებაა 2000 ლარი.

 

სასწავლო გეგმა

 

სწავლა განხორციელდება, როგორც უნივერსიტეტის ახალ კამპუსში (დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი), ისე, საბურთალოს კორპუსში (ჯანო ბაგრატიონის N6), მსმენელთა სურვილის შესაბამისად.

 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა, 2016 წლის 12 აპრილის ჩათვლით, შემდეგ მისამართებზე: www.naec.gov.ge და online.naec.ge .

 

საკონტაქტო პირი:

ჰუმანიტარულ და სოციილურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი ლიანა კოროშინაძე

ტელ: (+995 32) 2384406 (500) +995 593165116