თანამშრომლობის მემორანდუმი 98-ე სკოლასთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


თანამშრომლობის მემორანდუმი 98-ე სკოლასთან


2016 წლის 12 თებერვალს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და თბილისის 98-ე საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

შეთანხმების ფარგლებში მხარეები მიზნად ისახავენ უნივერსიტეტის და სკოლის ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს, როგორც მოსწავლეთა ინტერესის და ინფორმირებულობის გაზრდას საუნივერსიტეტო განათლებისადმი, ისე სასკოლო განათლების ხარისხის განვითარებას.

 

მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტისა და სკოლის ერთობლივი ძალისხმევით,  დაინტერესებული ჯგუფებისათვის ჩატარდება სემინარები, საჯარო ლექციები, ტრენინგები და სხვა თემატური ღონისძიებები.

 

უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით მოეწყობა იმიტირებული სასამართლო პროცესები, მედიაციის კონკურსები, განხორციელდება სიმულაციური საგამოძიებო მოქმედებები; სამართლებრივი კულტურის ამაღლების მიზნით, განხორციელდება „სამართლის პრაქტიკული კურსის სწავლება“ და ა.შ.

 

მხარეები, ერთობლივი ძალისხმევით, უზრუნველყოფენ საერთაშორისო ინსტიტუტების და უცხოელი სპეციალისტების მიზნობრივ მონაწილეობას, დონორების მოზიდვას ერთობლივი  პროექტებისა და პროგრამების განსახორციელებლად.