გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების წარჩინებული სტუდენტები - მედეა კუსრაშვილი და თინათინ მჭედლიშვილი, პროფესორ ირაკლი ყანდაშვილის სახელობის სტიპენდიანტები გახდნენ.
სახელობითი სტიპენდია 2023 წელს დააწესა გრუნის პროფესორმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა და ამ გადაწყვეტილებით შექმნა ნიჭიერი და წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერისა და წახალისების უპრეცედენტო შესაძლებლობა. უნივერსიტეტს უკვე ჰყავს ირაკლი ყანდაშვილის სახელობის 10 სტიპენდიანტი.
სტიპენდია ყოველ სემესტრში გაიცემა და ის გადაეცემა სტუდენტებს, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში დადასტურებული მიღწევებითა და უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილით გამოირჩევიან.
ვულოცავთ მედეა კუსრაშვილსა და თინათინ მჭედლიშვილს ამ წარმატებას და ვუსურვებთ ღირსეულად ატარონ ეს სტატუსი.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა